პროექტის მიზანია ემსახუროს ადამიანის კეთილდღეობას. კერძოდ კი მისი მთავარი ფუნქცია იქნება იყოს მაღვიძარა. ეს იქნება პატარა დროიდი(AlarmBot), რომელსაც შეეძლება მოძრაობა.
ჩვეულებრივ მაღვიძარისგან განსხვავებით მას მოძრაობა შეუძლია. აქედან გამომდინარე, როცა გაღვიძების დრო მოვა, მას ჩაერთვება გაქცევის ფუნქცია. როდესაც იგი რეკვას დაიწყებს, მომხმარებელი მის გამოსართავად წავა და მიახლოების შემთხვევაში დროიდი, სახელად Zilean, გაიქცევა რათა გაგირთულოს გამორთვის პროცესი :). ეს იქნება ლოგინიდან წამოდგომის მიზეზი, იმის ნაცვლად, რომ ტელეფონზე ე.წ. “სნუზ” ფუნქცია გამოიყენო ;).
ამგვარად, ამ პროექტის დანიშნულებაა დაეხმაროს ადამიანს დაგემილი დღის სწორად რეალიზაციაში. თუმცა ამ პროექტისგან უნდა ველოდოთ დამატებით ფუნქციებსაც, რომელსაც შემდეგ პოსტში აღვწერთ, როგორც ამ პროექტის გეგმას. ამ პროექტზე მუშაობს ორკაციანი ჯგუფი – გიორგი ობგაიძე და ლუკა ცირეკიძე.