ჩვენმა Zilean-მა, როგორც უკვე ვთქვით მოძრაობა დაიწყო და სხვადასხვა დაბრკოლებებისთვის თავის არიდება უკვე შეეძლო, თუმცა ბევრსაც ვერ ართმევდა თავს. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეუმჯობესებინა ჩვენი კოდი და მოძრაობის ტექნიკები. ეს შევძლებით ულტრასონიკებისთვის უკვე მზა ბიბლიოთეკის გამოყენებით, სახელად NewPing. ეს ბიბლიოთეკა ზუსტად ამ მანძილის სენსორზეა მორგებული. იგი უფრო ეფექტურად და დალაგებულად ამუშავებს მათ.
ამ ბიბლიოთეკის გამოყენებისა და კოდის გაუმჯობესების შემდეგ ჩვენი დროიდი უკეთ ამოძრავდა. ძველ მოძრაობსთან შედარებთ ბევრად მეტ დაბრკოლებას აარიდა თავი და ბევრად რთული სიტუაციებიდან გამოძვრა. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანიც. თუმცა მცირედ გაუმჯობესებებს საჭიროებს და ამასაც გამოვასწორებთ.
შემდეგი სესიისთვის გეგმაში გვაქვს უკვე ეკრანების დამაგრება და დროის მოდულით საათის გამართვა, რისი საშუალებითაც დროიდს ექნება მაღვიძარის ფუნქცია.