Protothreading

ჩვენი შემდეგი მიზანი იყო ჩვენი დროდისთვის გამართული კოდის დაწერა. სწორედ ამიტომ ვცადეთ ე.წ. protothredaing – რომელიც საშულებას გვაძლევს კოდის რამდენიმე ფრაგმენტი პარალელურად გავუშვათ. არდუინოს აქვს მხოლოდ ერთი ბირთვი, ამის გამო არდუინოზე ზუსტად ერთდროულად კოდის ფრაგმნეტების გაშვება შეუძლებელია. თუმცა სწორედ proto აღნიშნავს იმას, რომ ეს მხოლოდ “მიბაძვა” ამისა. კოდის სხვადასხვა ფრაგმენტს სხვადასხვა დროის მონავეთს დაუთმობს. მიუხედავად იმისა რომ ეს არ არის multithreading, კოდის დაწერისთვისა და მისი ოპტიმიზაციისთვის კარგი ხერხია.

სწორედ ამის საშუალებით გავაუმჯობესეთ კოდი. თავიდან ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეცდომებს აგდებდა, თუმცა ესეც გამოვასწორეთ.

შემდეგში შევეცდებით კოდის გაუმჯობესებას და მოქმედებაშიც ვნახავთ.

Leave a comment